საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (03.07.2016)

3 ივლისი
patriarqis-qadageba-03-07-2016

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი. 
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ხსენებას წმინდანთა მამათა ათონის მთაზე გაბრწყინვებულთა. ამ მამათა შორის მრავალი წმინადნი  ქართველია, – ქართველი ბერია.
წმ. იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, გაბრიელი (რომლემაც ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა ზღვიდან), თორნიკე ერსითავი და მრავალი სხვა. და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს საქართველო.

საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. და არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ამქყევნის აღსასრული წინ დაბრუნდება საქართველოში.
ინებოს უფალმა, რომ მისი წყალობა იყოს ჩვენს ქვეყანაზე. ყველას გილოცავთ ამ წმინდანების დღესასწაულს.

დღეს, დიდება და მადლობა უფალს, მრავალი ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს ათონის მთაზე. შეგვეწიოს მათი ლოცვა.

ჩვენთან არს ღმერთი!

სამების საკათედრო ტაძარი
3 ივლისი, 2016 წელი