საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ლონდონის ქართულ სამრევლოში საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისობა“ ჩატარდა

24 ოქტომბერი
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
londonis-qartul-samrevloshi-saqvelmoqmedo-ghonisdzieba

22 ოქტომბერს, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა ღონისძიება, _ „თბილისობა 2017“.  იგი საქველმოქმედო ხასიათის იყო: მოეწყო ნივთების  გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ქართული-ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის კონცერტი, შეჯიბრი ჭიდაობაში და სხვ. სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, დაეგემოვნებინათ ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო და  მიეღოთ მონაწილეობა ყურძნის დაწურვაში.

„თბილისობა 2017“ ესწრებოდა ასევე, საქართველოს ელჩი გაერთიაებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც აღნიშნა:   „მოხარული ვარ, რომ ვესწრები „თბილისობის“ ზეიმს ლონდონში, ქართულ ეკლესიაში და გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო მეუფე ზენონს, ჩვენს უძვირფასეს მამა დოროთეს და ყველა მხარდამჭერს, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს, რომ „თბილისობის“ აღნიშვნა ლონდონში ტრადიციად ქცეულიყო. ამ ტაძარმა პატარა საქართველო შემოიკრიბა თავის გარშემო და ამიტომაც ჩვენი საელჩოც ყოველთვის მათ გვერდითაა“.

დამსწრეთა წინაშე სიტყვით წარსდგა ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოროთე, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ორგანიზატორებს გაწეული საქმისა და თანადგომისათვის.