საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო რეზიდენციაში საერთაშორისო ებრაული სააგენტო „სოხნუთის” ამერიკის დელეგაცია მიიღო

8 დეკემბერი
katolikos-patriarqma-sapatriarqo-rezidenciashi-saertashoriso

დღეს, 8 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საერთაშორისო ებრაული სააგენტო „სოხნუთის” ამერიკის დელეგაცია მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო, რომელსაც სათავე უძველეს დროიდან დაედო. სტუმრებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ქარველი ერის მიმართ, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არასოდეს ყოფილა და დღესაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არის ამ ორ ერს შორის.

პატივისცემის ნიშნად მათ პატრიარქს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და წმ. ილია წინასწარმეტყველის საგალობელი შეასრულეს.