საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქმა ირანელ სტუმრებს უმასპინძლა

13 მაისი
კატეგორია:
katolikos-patriarqma-iranel-stumrebs-umaspindzla

ა.წ. 13 მაისს  სრულიად  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია II ირანიდან ჩამოსული აიათოლა შაჰრისთან საიდჯავადი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრას  ასევე  ესწრებოდნენ  რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,  ბატონი ზაზა ვაშაყმაძე, ირანის ელჩი საქართველოში, ბატონი აბას თალები ფარი, საქართველოში მუსულმანთა შეიხი რამინ იგიდოვი, საქართველოში  მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

საუბარი შეეხო ირანსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებს და  მსოფლიოში დღეს მიმდინარე რთულ პროცესებს.

აიათოლა  შაჰრისთანმა ბრძანა, რომ მათი  ვიზიტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება და აღნიშნა, რომ ხალხთა შორის კეთილი ურთიერთობები ხელს შეუწყობს ამ რთული პრობლემის აღმოფხვრას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად გაწეული დიდი ღვაწლისათვის.

თავის მხრივ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია  II  ბრძანა, რომ ტერორიზმი რთული მოვლენაა და კარგი იქნება ქრისტიანებისა და მუსლიმების გაერთიანება მის დასაძლევად.

,,სამწუხარო ის არის, რომ ხშირად  ტერორისტები  მუსულმანური სარწმუნოების სახელით მოქმედებენ. ტერორიზმს არ აქვს კავშირი რელიგიასთან, ეს სულ სხვა მოვლენაა,“ –  ბრძანა ილია  II.

შეხვედრის ბოლოს  აიათოლა შაჰრისთანმა და პატრიარქმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.