საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ შიმონ პერესის გარადაცვალების გამო

29 სექტემბერი
კატეგორია:
katolikos-patriarqis-samdzimris-weril-israelis

ინგლისურად

მის აღმატებულებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს

თქვენო აღმატებულებავ,

მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა ისრაელის პრეზიდენტის, ბატონ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო.
იგი იყო მსოფლიოში გამორჩეული პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მშვიდობისთვის დაუცხრომელი მებრძოლი, თავისი ქვეყნის ერთგული და ბრძენი შვილი.
ბატონ შიმონ პერესს საქართველოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ პირადად ვიცნობდით მას და გამორჩეულ პატივს ვცემდით.
გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი სამძიმარი ოჯახის წევრებს და მთელ ებრაელ ხალხს.

პატივისცემით

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

29 სექტემბერი, 2016 წელი