საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება(09.07.2017)

9 ივლისი
katolikos-patriarqis-qadageba09-07-2017

სახელითა მამისათა და ძისათა და  წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ ადამიანის გონება ვერსადროს ვერ მისწვდება ღვთის განგებას, ღვთის წყალობას, ღვთის სიყვარულს. ადამიანმა უნდა იგრძნოს მისი დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, რომ უფალს შეხვდა ორი ეშმაკეული ადამიანი და მიმართეს მას: რატომ მოხვედი ჩვენდა სატანჯველად დროზე ადრე? ე.ი გამოდის რომ ადრე შეხვდა მაცხოვარი და იქ ძოვდა ღორების კოლტი, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მე მაგონდება კომუნისტური რეჟიმის დრო და ისინი ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა ებრაელებს ჰყოლოდათ ღორების კოლტი, ღორები, როცა ებრაელი არ სჭამს ღორის ხორცს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ებრაელები ვაჭრობდნენ რომაელებთან და მათ ჰქონდათ დიდი შემოსავალი ღორის ხორცის ვაჭრობით. ამიტომ ეს ჩველებრივი მოვლენა იყო და მაცხოვარმა უბრძანა ღორების კოლტს რომ შესულიყვნენ ეშმაკები, გამოსულიყვნენ იმ ორი ადამიანისგან და შესულიყვნენ ღორებში, ასეც მოხდა და ისინი ჩაიხრჩვნენ წყალში.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი, ამიტომ ყოველდღე უნდა ლოცვები ვიკითხოთ და ნაკურთხი წყალი უნდა ვასხუროთ ჩვენს ოთახებს, უნდა დავაკმიოთ საკმელი და ამით დავიცავთ ჩვენ ჩვენს თავს.

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცვათ ხილული და უხილავი მტრებისაგან.

დღეს ჩვენ ვლოცავთ რეზესიძეების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და მშვიდობა მოგმადლოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვა არის. გავახსნილოთ თევზით. პეტრე-პავლობას ოთხშაბათია და მეორე დღეს სვეტიცხოვლობაა _ 12 მოციქულის დღესასწაული. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ პეტრე-პავლობასაც და სვეტიცხოვლობას.

ჩვენთან არს ღმერთი.