საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე(25.05.2017)

25 მაისი
katolikos-patriarqis-qadageba-amaghlebis-dghesaswaulze25

ჩვენთან არს ღმერთი.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ­­­­_ ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულები, რომელთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა.“

დღესაც ჩვენ ვადიდებთ უფალს რომელიც უხილავად ჩვენთან არს.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ სამღვდელოებას, რომელიც თავდადებულად ემსახურება ამ წმინდა ტაძარს.

დეკანოზი გიორგი გიუტაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; აქსიოს!

მღვდელი ალექსი გელაშვილი დაჯილდოებულია  ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; აქსიოს!

მღვდელი ლუკა მიქაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; აქსიოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს.  ღმერთმა ინებოს რომ ჩვენც სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა ცათა სასუფეველში.

ჩვენთან არს ღმერთი!