საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა 21 სექტემბერს ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით

20 სექტემბერი
კატეგორია:
katolikos-patriarqis-kurtxeva-21-seqtembers

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლში, იმ ადგილას, სადაც არის: ქუჩაში, ტრანსპორტში და სხვა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს, მისი მადლი შეგეწიოთ.