საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა

13 მაისი
კატეგორია:
katolikos-patriarqi-dinamos-veteran-fexburtelebs

 ა.წ. 13 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საქართველოს საპატრიარქოში მიიღო თბილისის „დინამოს” ის შემადგენლობა, რომლებმაც 1981 წლის 13 მაისს, 35 წლის წინ, მოიპოვეს თასების მფლობელთა თასი.  შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მერი, ბატონი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები.  აღსანიშნავია, რომ 35 წელს დიუსელდორფში გამგზავრდებამდე ფეხბურთელები უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დალოცა.