საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა სიონის საპატრიარქო ტაძარში (31.07.2017)

4 აგვისტო
კატეგორია: აქტუალური,

 

ა.წ. 31 ივლისსსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ მაიკ პენსსა და მის მეუღლეს, ქალბატონ კარენ პენსს სიონის საპატრიარქო ტაძარში შეხვდა.

ბატონმა მაიკ პენსმა მის უწმინდესობასთან შეხვედრის და სიონის ტაძრის მონახულების სურვილი თავად გამოთქვა. სტუმრებს გააცნეს ტაძრის ისტორია და მათ პატივსაცემად წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს.

ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა პატრიარქთან საუბარში განაცხადა:

„გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ქართველი ხალხის გვერდით. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ვაფასებთ თქვენს ღვაწლს თავისუფლებისთვის გაწეულს. თქვენ მუდამ იქნებით ჩემს ლოცვებში ქართველ ხალხთან ერთად. დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის“.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბატონ მაიკ პენსს გადასცა ოქროს სამაჯური თავისი ხელმოწერით, ხოლო მის მეუღლეს, – თამარ მეფის ჯავრი. ასეთივე საჩუქრები მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლესაც გაუგზავნა.

თავის მხრივ სტუმრებმა მის უწმინდესობას ლარნაკი უსახსოვრეს.

 

 

– – –