საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ისტორიული დღე საქართველოს ეკლესიაში (11.12.2017)

11 დეკემბერი
კატეგორია:
istoriuli-dghe-saqartvelos-eklesiashi-11

ა.წ. 11 დეკემბერს  საქართველოს საპატრიარქოში შედგა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში დაარსებული სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც აღნიშნული სასწავლებლის დოქტორანტმა ირაკლი ორჟონიამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ,,ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი”. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა (რა თქმა უნდა ვგულისხმობთ ბოლო საუკუნეებს), როდესაც ჩვენს აკადემია-სემინარიას მიეცა შესაძლებლობა სადისერტაციო საბჭო თავის წიაღში ჩამოეყალიბებინა და თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ამ სივრცეში მიენიჭებიათ. ასე რომ ბატონი ირაკლი ორჟონია პირველი ქართველია, რომელმაც პირველად გამართულ თსას სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა სადოქტორო  ღვთისმეტყველებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი; პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი; განათლების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი;  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ფილოლოგიისა და ღვთისმეტყველების დოქტორი, ბატონი ედიშერ ჭელიძე და დოქტორი  ირაკლი ორჟონია.

აღნიშნულ საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახი კალაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის  წევრები, უნივერსიტეტების რექტორები, მეცნიერები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), წმინდა სინოდის სხვა წევრები და სამღვდელოება.

                                             დოქტორანტი ირაკლი ორჟონია და მისი ხელმძღვანელი ფილოლოგიისა და ღვთისმეტყველების დოქტორი ედიშერ ჭელიძე

                                                                                                                                                                                                                                                     სადისერტაციო საბჭო

                                                                                                                                                                                                                                  საზეიმო ღონისძიების ფოტოები