საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ინფორმაცია (01.03.2018)

1 მარტი
კატეგორია: სიახლენი,
informacia-01-03-2018

 

ა.წ.  1 მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ  ტატუნაშვილის მშობლებისა  და ახლობლების  ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.

ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის  გადმოცემასთან  დაკავშირებით.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის  დასახმარებლად.

საქართველოს  საპატრიარქო