საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რუსთავის ეპარქია

 რუსთავის ეპარქია

ეპარქიის მღდელმთავარი

რუსთავის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ რუსთავს. ეპარქიის იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან მანგლისისა და თეთრიწყაროს, დასავლეთიდან ბოლნისის, სამხრეთიდან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიები. რუსთავის ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.  ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია “ეკლესიისა საფუძველი”. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთველი ეპისკოპოსის რეზიდენცია გადავიდა მარტყოფში. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. XV საუკუნის ბოლოდან სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. სარუსთველო დროშაზე მიწერილნი იყვნენ შემდეგი თავადები, ერისთავები, ეპისკოპოსები და გლეხები: პირველად თვითონ რუსთველი ეპისკოპოსი თავისი ყმით და სამოურაოებით, სამებელი, ავალისძენი, იორსამგორიდან არაგვისპირელნი, გურამიშვილები, გაღმაკახელნი, თიანეთელნი, ფშავ-ხევსურნი, ერწო-ჟალელნი, „მათ შინა მოსახლენი აზნაურნი და თავადნი“, ჩოლოყაშვილები, გიღიდაშვილები, მაყაშვილები, ჯანდიერიშვილები, ზემოთელაველნი, რუსიშვილები, ჯიმითის მოურავნი, საღინაშვილები, ქუმსიშვილები, პანკისის ხეობელნი, ენისელთ მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელით და ყმით, ნეკრესელი, ნეკრესის ყმით, გავაზი და ყვარელი და ა.შ. რუსთველს ემორჩილებოდა ასევე “ღმრთაების დროშა”, რომელზეც მიწერილნი იყვნენ ასევე მრავალრიცხოვანი თავად-აზნაურნი, ყმები, “სახასოები” და სხვა ადგილ-მამულები. ამრიგად, როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსთველის საეპისკოპოსო და მისი ჯარი კარგად ორგანიზებული, ძლიერი საეკლესიო და ამავე დროს სამხედრო შენაერთი იყო, რომელსაც თავისი მტკიცე და მკაცრად განსაზღვრული ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა.  რუსთველი ეპისკოპოსი კი დამოუკიდებელი და გავლენიანი ხელისუფალი იყო, ამიტომაც საეპისკოპოსოში მცხოვრები მებატონენი ვალდებულნი იყვნენ მას დამორჩილებოდნენ და შესაბამისი ღირსებით მოპყრობოდნენ, რაც გარკვეულ “გამოსაღებადაც” ითვლებოდა XVIII ს-ის I მეოთხედის საქართველოში.  ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. 
 2002 წლის 17 ოქტოძბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია.
 
1997 წლიდან ეპარქიის მმართელი მღვდელმთავარი იყო მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 
2008 წლიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველობა დაევალა ცურტაველ ეპისკოპოსს იოანეს (გამრეკელი).
2013წ. 11 ოქტომბრის წმ. სინოდის განჩინებით მოხდა რუსთავისა და მარნეულის ეპარიის გაყოფა, რუსთავის ეპარქიის მართველობა დაევალა მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი).  

ტაძარი/სამლოცველო

 

მისამართი წინამძრვარი ტელ.
ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარი წმ. ნინოს ქ. დეკ. დავით დვალიშვილი 599 11 71 09
ღვთისმშობლის მიძინების სახ.ტაძარი მესხიშვილის ქ. დეკ.დიმიტრი გორგიძე 568 16 03 03
გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარი ფალიაშვილის ქ. დეკ. პაატა თავართქილაძე 599 19 79 70
მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მამათა მონასტერი ფალიაშვილის ქ. დეკ. ფრიდონ სპანდერაშვილი 579 90 76 00
ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარი წმ. ნინოს ქ. დეკ. მიქაელ ჭაბაშვილი 599 14 17 24
წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძარი შიო არაგვისპირელის ქ. დეკ. რევაზ ტუღუში 599 90 30 17
წმინდა გიორგის სახ. ტაძარი ჭყონდიდელის დასახლება დეკ. გიორგი გორგიძე 599 01 39 10
წმინდა ნინოს სახ. ტაძარი შ. რუსთაველის ქ. დეკ. სერგი კასრაძე 595 13 13 44
ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი(სასაფლაოზე) რუსთავის სასაფლაო მღვ. გიორგი გურული 593 12 31 76
მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. მამათა მონ. რუსთავის სასაფლაო მღვ. გიორგი გურული 593 12 31 76
წმ.გიორგის სახ. ტაძარი მე-6 მკრ. რნი. დეკ. ნიკოლოზ ტატუაშვილი 593 11 12 00
ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი ლეონიძის ქ. მღვ.ლევან ნაცვლიშვილი 593 25 66 09
კვიპრიანე და იუსტინეს სახ. ტაძარი მე-18 მკრ. რნი. დეკ. გიორგი ალიაშვილი 571 47 27 17
წმ.შუშანიკის სახ. ტაძარი 9 ძმა ხერხეულიძის ქ. დეკ.პეტრე რაზმაძე 599 55 87 86
იოაკიმესა და ანას სახ. სამლოცველო მესხიშვილის ქ. დეკ.დიმიტრი გორგიძე 568 16 03 03
ცამეტი ასურელი მამის სახ. სამლოცველო 21-ე მკრ. რნი. დეკ. კახაბერ ტაბატაძე 599 92 92 99
წმინდა ალექსი შუშანიას სახ. სამლოცველო მე-16 მკრ. რნი. 37 ბაღი დეკ.ალექსი შუშანია 551 19 25 26
წმ.ნინოს სახ. სამლოცველო შ. რუსთაველის ქ. დეკ. სერგი კასრაძე 595 13 13 44
გრიგოლ ხანძთელის სახ. სამლოცველო დ.გარეჯის ქ. დეკ. შიო გოცირიძე 557 53 34 35
წმ.დავით მეფსალმუნის სახ. სამლოცველო მე-7 მკრ. რნი. დეკ. ილია მაღრაძე 595 35 04 47
ღვთისმშობლის საფარველის სახ.სამლოცველო მე-19 მკრ. რნი. დეკ. გიორგი ალიაშვილი 571 47 27 17
წმ.ბარბარეს სახ. სამლოცველო 9 ძმა ხერხეულიძის ქ. დეკ.პეტრე რაზმაძე 599 55 87 86
წმ.გიორგის სახ. სამლოცველო(ინტერნატებში) ჭყონდიდელის დასახლება მღვ. ნიკოლოზ პეტროვსკი 555 32 93 45
 

 

 

მშენებარე ტაძრები მისამართი წინამძღვარი ტელ.
წმ. გაბრიელ ბერის სახელობის მე-14 მკრ. კ.47 მ/ტ მღვ. გიორგი გურული 593 12 31 76
წმ. აკაკი მორჩილის სახელობის (მოხუცთა სახლი “ქსენონი”) ფალიაშვილის ქ.12ა 595 53 19 87
წმ. გრიგოლ ხანცდელის სახლობის დ.გარეჯის ქ. დეკ. შიო გოცირიძე 557 53 34 35
წმ. ბარბარეს სახელობის კლდიაშვილის 33 დეკ. პეტრე რაზმაძე 599 55 87 86
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ჭყონდიდელის დას. სამგორის ქ. დეკ.გიორგი გორგიძე 599 01 39 10
წმ.ფერისცვალების სახელობის ვაჟა ფშაველას ქ. დეკ.შალვა შალვაშვილი 599 99 61 99
წმ.დემეტრე თავდადებულის სახელობის რუსთავის პარკის მ/ტ იღუმენი დანიელი 595 04 62 63
სულთმოფენობის სახელობის მე-17 მკრ.რნ
წმ. მეფე თამარის სახელობის მესხიშვილის ქ. დეკ.დიმიტრი გორგიძე 568 16 03 03
წმ. გაბრიელ ქიქოძის სახელობის მე-16 მკრ. დეკ. ალექსი შუშანია 551 19 25 26