საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ფოთისა და ხობის ეპარქია

ფოთისა და ხობის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან – ზუგდიდისა და ცაიშის, სამხრეთიდან – შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთის მხრიდან კი იგი შავ ზღვას ემიჯნება. რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების – ფაზისი დაფუძნება.

თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში – ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი  საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა. IV საუკუნეში ფოთის ცნობილი რიტორიკული სკოლა, იმჟამინდელი საფილოსოფოსი აზროვნების კერიდან – საბერძნეთის ათენიდან საკმაო მანძილის მიუხედავად, ძალზე პოპულარული იყო.

დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები – კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები… ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა.

VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით – მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება.

VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული – საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი – მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.

ქ. ფოთის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი ტაძრები
1. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი – ცენტრის უბანი, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე, მღვდ. ცოტნე ბიწაძე, დიაკ. იოანე კორძახია, დიაკ. დავით ლომთაძე.

2. ივერიის ღვთისმშობლის სახ. ტაძარი – კუნძულის უბანი, დეკ. თეიმურაზ გოგიაშვილი.

3. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამონასტრო კომპლექსი – კუნძულის უბანი, დეკ. თევდორე ბასილაია.

4. წმ. ილია მართლის სახ. ტაძარი – ნაბადის უბანი, დეკ. გრიგოლ დუნდუა, მღვდ. ნიკოლოზ კორძახია.

5. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი – ნინოშვილის უბანი, მღვდ. ამბროსი ხოშტარია.

6. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი – პორტის უბანი, მღვდ. სერაფიმე მესხი.
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი ტაძრების, მონასტრების და სამლოცველოების სია

1. ნაჯიხევი. ღვთისმშობლის ხარების სახ. დედათა მონასტერი – მდ. ხობის მარცხენა ნაპირთან, დეკ. ილია ლომაია, იღუმენია ანა (მუსელიანი).

2. საჯიჯაო. ჯაპიშაქრის წმ. გიორგის სახ. ტაძარი – ჯაპიშაქრის სასაფლაო, დეკ. ილია ლომაია.

3. ხეთა. მთავარანგელოზთა ტაძარი – ოხვამეკარის სასაფლაო, მღვდ. კირიონ დარასელია.

4. ხამისქური. ღვთისმშობლის შობის ტაძარი – “ნალანგერი”, საქირიოს სასაფლაოსთან, მღვდ. კირიონ დარასელია.

5. საგვიჩიო. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია – სასაფლაო, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

6. ჭალადიდი. წმ. ნინოს სახ. ტაძარი – ცენტრი, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

7. ქარიატა. წმ. გიორგის ეკლესია – ქარიატის საჯარო სკოლა, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

8. შუა ხორგა. წმ. ილია წინასწარმეტყველის სამლოცველო – შუა ხორგის ადმინ. შენობა, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

9. პატ. ფოთი. წმ. დიდმოწამე ბარბარეს ეკლესია – პატარა ფოთის ცენტრი, მღვდ. იოსებ ხურცილავა.
სამონასტრო კომპლექსები და საეკლესიო დანიშნულების ობიექტები

1. ქ. ფოთი. საკათედრო ტაძარი – ფოთის ცენტრალურ მოედანზე, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე.

2. ქ. ფოთი. წმ. ცოტნე აღმსარებლის სამრევლო ეკლესია – მალთაყვის უბანი, დეკ. ნუგზარ ნადარაია.

3. ქ. ფოთი. ქრისტეშობის სახ. სამრევლო ეკლესია – ნაბადის უბანი, დეკ. გრიგოლ დუნდუა.

4. ქ. ფოთი. ფერისცვალების სამრევლო ეკლესია – ახალსოფლის უბანი, მღვდ. სერაფიმ მესხი, დიაკონი იოანე კორძახია.

5. ქ. ფოთი. წმ. მოწ. სოფიოს სამრლო ეკლესია – ცენტრის უბანი, 26 მაისის და მწ. ნინოს ქუჩების გადაკვეთაში, უახლოეს დროში იგეგმება.

6. ქ. ფოთი. წმ. ანდრია პირველწოდებულის სამონასტ. კომპლექსი – დავით აღმაშენებლის ქუჩა, დეკ. თევდორე ბასილაია.

7. ქ. ფოთი. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის სამონასტ. კომპლექსი – კუნძული კოლიმბარი, დეკ. თევდორე ბასილაია.

8. ხობის მუნიციპალიტეტი. წმ. სამების სახ. სამრევლო ეკლესია – ქ. ხობი, მღვდ. კირიონ დარასელია.

9. ხობის მუნიციპალიტეტი. წმ. თევდორე მღვდლის სახ. სამრევლო ეკლესია – სოფ. ახ. ხიბულა, საღურწკაიოს უბანი, დეკ. ილია ლომაია.

10. ხობის მუნიციპალიტეტი. წმ გიორგის სახ. სამრევლო ეკლესია – სოფ. ქვემო ქვალონი, დეკ. ილია ლომაია.

11. ხობის მუნიციპალიტეტი. ილია წინასწარმეტყველის სამრევლო ეკლესია – სოფ. შუა ხორგა, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

12. ხობის მუნიციპალიტეტი. ღვთისმშობლის სახ. მამათა მონასტერი – სოფ. პირველი მაისი, მღვდ. კირიონ დარასელია.

13. ხობის მუნიციპალიტეტი. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი – სოფ. პირველი ხორგა, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე.

14. ქ. ფოთი. ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი – ნაბადას უბანი, მღვდ. ნიკოლოზ კორძახია.

15. ქ. ფოთი. საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი – საეპისკოპოსო რეზიდენციის მიმდებარედ, დეკ. თევდორე ბასილაია.
ფოთისა და ხობის ეპარქიაში მოქმედი საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებები

1. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახ. საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა.

2. წმიდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა.

3. ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი “ნუგეში” (ახალგაზრდობის ინტელექტუალური და კულტურული განვითარებისათვის ზრუნვა).

4. ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი (საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი პროექტების შემუშავება და რეალიზაცია).

5. ფოთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი (თავშესაფარი მშობლების მზრუნველობას მოკლებულთა)
დაფუძნების პროცესშია:

6. ქ. ხობის სამრევლო სკოლა

7. ხობის რაიონის შუა ხორგის მრავალპროფილური სასულიერო სასწავლებელი (საბავშვო ბაღი, გიმნაზია, სახელობო სასწავლებელი).

8. ხობის რაიონის პირველი მაისის მრავალფუნქციური სასულიერო სასწავლებელი (საბავშვო ბაღი, გიმნაზია, სახელობო სასწავლებელი).

9. ფაზისის საღვთისმეტყველო – ფილოსოფიური აკადემია.