საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია

ეპარქიის  მმართველი

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი გარდაბნის რაიონს, მის მიმდებარე ტერიტორიას და ისტორიულ სოფელ მარტყოფს მოიცავს. გარდაბნისა და მარტყოფის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, ჩრდილოეთიდან _ რუსთავის, დასავლეთიდან _ მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.

ეს მხარე ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და მის კულტურულ დაწინაურებას აქ გამავალმა სავაჭრო გზებმა შეუწყო ხელი. ეპარქიის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე არსებული სოფელი მარტყოფი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სოფლად არის მიჩნეული. ტრადიციის თანახმად, სოფლის მიმდებარედ არსებულ მთაზე დაიწყო მოღვაწეობა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთერთმა _ წმინდა ანტონ მარტყოფელმა, რომელსაც უკავშირდება საქართველოში უდიდესი სიწმინდის – მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანება.

სამღვდელმთავროს ტერიტორია ისტორიული ცურტავის შემადგენლობაში შედიოდა. დღეს არსებული სახელწოდება – გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია – შედარებით გვიან ჩამოყალიბდა. 1917 წ. ავტოკეფალიააღდგენილ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არსებულ ეპარქიათაგან იგი აგარაკის, რუსთავის და მარნეულის, რუსთავის, ცურტავის და სხვ. სახელწოდებებით არსებულ ეპარქიათა იურისდიქციაში შედიოდა. გარდაბნისა და მარტყოფის მომცველი ტერიტორია დამოუკიდებელი სამღვდელმთავროს სახით მხოლოდ 2008 წლის 27 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტერიტორიული გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილ სამღვდელმთავროს ცურტავის ეპარქია ეწოდა.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის საფუძველზე კი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია ეწოდა.

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მწყემსმთავარია ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იოანე (შომახია).

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიაში არსებული მოქმედი  ეკლესია-მონასტრები:

გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესია

გარდაბნის წმიდა გიორგის ეკლესია

გარდაბნის ეკლესია

სოფ. კვესეთის ეკლესია ადრ.შ.ს.

სოფ. ლეწონისი წმ. კონსტანტინესა და ელენეს გუმბათიანი ეკლესია გვ.შ.ს.

სოფ. ნორიო ღვთისმშობლის ეკლესია განვით. შუა საუკ.