საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოს I მისასალმებელი სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ – ილია II-სადმი

 ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოს I
მისასალმებელი სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ – ილია II-სადმი

საპატრიარქო ტაძარი, მართლმადიდებლობის კვირა, 1990

უნეტარესო, უწმიდესო და ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო,

უწმიდესმა, სამოციქულო და მსოფლიო საპატრიარქო ტახტმა, რომელსაც წყალობითა ღვთისათა მიღებული აქვს ყოველთა ეკლესიათა ზედა მოციქულებრივი ზრუნვა და აქვს რწმენა მათთვის დროპის აუცილებლობით გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებისა და გადაჭრისა, შეისმინა საქართველოს ღირსეული ეკლესიის თხოვნა მასზედ, რომ ოფიციალურად იქნას ცნობილი საუკუნეების განმავლობაში არსებული მისი თვითმმართველი სატრუქტურა და ორგანიზება და, ამასთანავე, მუჩინოს მას სათანადო ადგილი წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ერთსულოვანი, სინოდური გადაწყვეტილებით შედგენილ სიგელს ოფიციალურად ვუბოძებთ თქვენს უნეტარესობას ამ მართლაც დიდ და გამორჩეულ დღესასწაულზე ჩვენი მართლმადიდბლური სარწმუნოებისა, უფლის ამ წმიდა ტრაპეზთან ჩვენი თანამწირველობისა და ზიარებისა.

არა მხოლოდ ეს, არამედ ჩვენმა ტახტმა თქვენი მეორე თხოვნაც ისმინა – მხედველობაში მიგვეღო, უმთავრესად, კავკასიის მიწაზე არსებული თქვენი უძველესი ეკლესიის სიძველე და მისი ისტორია და აღგვემაღლებინა იგი საპატრიარქო რანგსა და ღირსებაში.

ამრიგად, ჩვენთვის ძალზე საყვარელი თქვენი უნეტარესობის პატიოსან ხელთ გადავცემთ ჩვენს საპატრიარქო და სინოდურ დადგენილებას მასზედ, რომ ქრისტეს დიდი ეკლესიის მიერ თქვენი უნეტარესობა და თქვენი მემკვიდრენი აღიარებულია სამოციქულო ხელდასმითა და მემკვიდრეობით, ვითარცა მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსა და ასევე მოიხსენიებით დღეიდან წმიდა დიპტიხსი, უნეტარესო და მეტად საყვარელო ჩვენო ძმაო და კათოლიკოს-პატრიარქო.

ეს ისტორიელი ფაქტი სრულდება დღეს მათლმადიდებლობის კურთხეულ ცენტრში წყალობითა და კურთხევითა ყოვლადსანატრელისა ღვთისმშობლისა, დედისა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლის წილხვედრიც გამხდარა საქართველო ქართული მატიანეების მიხედვით მოციქულთა შორის სამყაროს გადანაწილების დროს.ხილვითა და მადლითა წმიდისა ნინოსი,რომელსაც ერგო პატივი კეთილშობილი და დიდებული ქართველი ერის საბოლოოდ გაქრისტიანებისა და, ასევე, წმიდათა შორის მეფისა და მოციქულთა სწორის კონსტანტინე დიდისა, რომელმაც ეპისკოპოსნი და განათლებული სამღვდელოება წარგზავნა იქ, საქართველოს წმიდა  მეფის,მორიანის თხოვნის შესაბამისად,რათა წარმატებით დასრულებულიყო ახალი სარწმუნოების გავრცელება თქვენს რეგიონში.

კონსტანტინოპოლის ეკლესია აკურთხებს და ამტკიცებს დღეს საქართველოს უწმიდესი ეკლესიის თვითმმართველ სტრუქტურას და აძლევს ძმურ თანხმობასა და აღიარებას მის საპატრიარქო ღირსებას.აკეთებს ამას იმის გამო,რომ პატივი დასდოს მის სიმტკიცეს მართლმადიდებლურ რწმენაში, მის წმინდანებსა და მის მოწამეებსა და მისთა ბერთა წმიდა პლეადას და იმისათვის, აგრეთვე,რომ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენითა საეკლესიო კანონით ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა, რაც, როგორც არასდროს, ისე აუცილებელია დღეს,როდესაც ძლიერი და მოულოდნელი ცვლილებანი და მოვლენათა მსვლელობანი შეინიშნება, მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიებში, და აქაც, უპირველეს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც, რაც მიმართულია უმეტესწილად მისი მრევლის წინააღმდეგ, საწინააღმდეგოდ ჭეშმარიტების მსურველთა,  წინააღმდეგ მთელი სამყაროსა.

ჩვენი ეკლესიები დაკავშირებული არიან ქრისტესმიერი  სიყვარულით, წყალობითა და მადლითა უფლისა, თავს არიდებენ და ეწინააღმდეგებიან მუდამ თანადროულ ეშმაკისეულ ცთუნებებს და, წინააღმდეგ ყოვლისა ბოროტისა, იძლევიან მანუგეშებელ და საჭირო დასტურს იმისას, რომ შეინარჩუნებენ ჭეშმარიტებას,სამართლიანობას და ყოველივე სიკეთეს,ღმერთი კი მადლით აღავსებს, მათ ხალხს სადიდებლად სახელისა თვისისა.

საყვარელო ძმაო, მიიღე ეს წმიდა სიგელები ქრისტეს წმიდა დედა ეკლესიისაგან, წარუძეხი შენს ღვთისმოსავ ხალხს და გადაეცი ესენი და, ამასთან ერთად დიდი ქრისტესმიერი სიყვარული, კურთხევა და ამბორი ჩვენი.