საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დასავლეთ ევროპის ეპარქიის საეპარქიო კრება

29 ოქტომბერი
კატეგორია: საეპარქიო ამბები,
dasavlet-evropis-eparqiis-saeparqio-kreba

დასავლეთ ევროპის ეპარქიას დაარსებიდან 15 წლის იუბილე შეურსულდა. 20 ოქტომბერს ქალაქ ფლორენციაში შედგა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მესამე საეპარქიო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). კრებას ესწრებოდნენ: არქიმანდრიტები მოსე (ჭანკვეტაძე), ლუკა (ფალავანდიშვილი), ანტონი (კანდელაკი), იოანე (ხელაია), ანდრია (ლაცაბიძე), კირიონი (მაჩაიძე), პიროსი (გოცირიძე), გაბრიელი (ღურწკაია), დეკანოზი გიორგი მექოშვილი და დიაკონი ბექა ქუთელია. საპატიო მიზეზით კრებას არ ესწრებოდნენ არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) და მღვდელი მიქაელ ბურდული.

კრებამ მოისმინა ეპარქიის ცხოვრებასთ მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა ეპარქიის 15 წლიანი საქმიანობა და აღნიშნა, რომ ეპარქია დინამიურად ვითარდება და დღითი-დღე იზრდება ტაძრების მრევლი, იხსნება ახალი სამრევლო და საკვირაო სკოლები, შემოქმედებითი წრეები.

კრებამ მოისმინა სამრევლოების წინამძღვრების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აფერხებენ სამრევლოებების განვითარებას.

კრებაზე აღინიშნა,რომ ეპარქიის სამრევლოები აქტიურად არიან ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ჰუმანიტარული დახმარების საერთო მოცულობამ ამ პერიოდში შეადგინა 700 000 ლარი.

ეპარქიის იუბილესთან დაკავშირებით 22 ოქტომბერს, საზეიმო წირვა ჩატარდა ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის ტაძარში, წირვა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარემ (სამადბეგიშვილი) აღავლინეს დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოესობასთან ერთად.