საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

1. კონსტანტინეპოლისა – ყოვლადუწმიდესი ბართლომე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი; კათედრა კონსტანტინეპოლში (სტამბული).

2. ალექსანდრიისა – უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდი¬სა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა; კათედრა ალექსანდრიაში.

3. ანტიოქიისა – უნეტარესი ეგნატე IV, პატრიარქი ღმრთის ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა; კათედრა დამასკოში.

4. იერუსალიმისა – უნეტარესი თეოფილე, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა; კათედრა იერუსალიმში.

5. რუსეთისა – უწმიდესი კირილე – პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა; კათედრა მოსკოვში.

6. საქართველოსი – უწმიდესი და უნეტარესი ილია II, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; კათედრა მცხეთასა და თბილისში.

7. სერბეთისა – უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა; კათედრა ბელგრადში.

8. რუმინეთისა – უნეტარესი დანიელი, პატრიარქი სრულიად რუმი¬ნეთისა; კათედრა ბუქარესტში.

9. ბულგარეთისა – უწმიდესი მაქსიმე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა; კათედრა სოფიაში.

10. კვიპროსისა – უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა; კათედრა ნიქოზიაში.

11. ელადისა – უნეტარესი იერონიმე II, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა; კათედრა ათენში.

12. ალბანეთისა – უნეტარესი ანასტასი, მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.

13. პოლონეთისა – უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა; კათედრა ვარშავაში.

14. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის – უნეტარესი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა; კათედრა პრაღაში.

15. ამერიკისა და კანადის – უნეტარესი იონა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა; კათედრა ნიუ-იორკში.

ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

1. სინას მთისა და რაითის – უნეტარესი დამიანე, მთავარეპისკოპოსი სინას მთის, ფარანისა და რაითის; რეზიდენცია – ქაიროში.

2. ფინეთის – უნეტარესი ლეონი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მთავარეპისკოპოსი კარელიისა და სრულიად ფინეთის; რეზიდენცია – კუოპიოში.

3. იაპონიის – უნეტარესი დანიელი, მიტროპოლიტი ტოკიოსი და სრულიად იაპონიისა; რეზიდენცია – ტოკიოში.