საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა

25 სექტემბერი
კატეგორია:
ashsh-s-prezidentma-msoflios-narkotikebtan

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბ-ნმა დონალდ ტრამპმა  გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

 „ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალ ადამიანს გადავარჩენთ. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით“, – განაცხადა მან.

ამასთან, გაეროს 129 წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და ამ საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: ყველას მადლობას გიხდით იმისათვის, რომ აქ ხართ ამ დილით. დიდი პატივია, მოგმართოთ თქვენ ჩემი სიტყვით იმ საკითხის გამო, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ერისთვის  საჭირბოროტოა: მსოფლიო ნარკოპრობლემა. ეს დიდი და სერიოზული პრობლემაა.

ნარკომანიისაგან მოყენებული მძიმე ზიანი აგრძელებს მრავალი სიცოცხლის მოსპობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ერებში. დღეს, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, ერთად ვებრძოლოთ ნარკომანიის ეპიდემიას.

დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ელჩის ჰეილის მიმართ მისი საუკეთესო ხელმძღვანელობისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნარკოტიკების წინააღმდეგ წარმოებულ საქმიანობაში, აგრეთვე ჩვენს დიდ სახელმწიფო მდივანს მაიქ პომპეოს, რომელმაც აბსოლუტურად ფანტასტიური საქმიანობა ჩაატარა, უერთგულა რა ამ საქმეს, და ელჩს ჯონ ბოლტონს. დიდ მადლობას გიხდით თქვენ.

აგრეთვე, მადლობას ვუხდით გენერალურ მდივანს იმისათვის, რომ შემოგვიერთდა, როგორც განსაკუთრებული სტუმარი. იგი ჩვენი დიდი მეგობარი გახდა და საოცარ სამუშაოს აწარმოებს ძალზე კომპლექსურ, მაგრამ შესანიშნავ სიტუაციაში. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უდიდესი პოტენციალი აქვს და მიმდინარეობს ამ პოტენციალის გამოყენება. ნელა, მაგრამ ნამდვილად მიმდინარეობს.

აგრეთვე, ჩვენ მადლიერი ვართ იმ 31 ქვეყნისა, რომლებიც ჩვენთან ერთად ებრძვიან ამ პრობლემას. ყოველი თქვენგანი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ნარკოტიკების გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

როგორც 2018 წლის მსოფლიო ნარკომანიის მოხსენება გამოკვეთს, კოკაინისა და ოპიუმის წარმოებამ რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწია – წარმოუდგენელია – და მსოფლიო სიკვდილიანობა ნარკომოხმარების გამო 60 პროცენტით არის მომატებული 2000 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში. ამგვარად, 15 წლის განმავლობაში, 60 პროცენტით აიწია, რაც საშინელებაა.

როგორც ვიცით, აკრძალული ნარკოტიკები დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ ფინანსურ ნაკადებთან, კორუფციასთან და ტერორიზმთან. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის და ეროვნული უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნარკოდამოკიდებულებას ვებრძოლოთ და შევაჩეროთ ტრეფიკინგის და აკრძალული ვაჭრობის ყველა ფორმა, რაც ფინანსურ სისხლძარღვს წარმოადენს მანკიერი ერთაშორისი  კარტელებისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ აგრესიულ ზომებს ვიღებთ, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო საზღვარს, უზრუნველვყოფთ კანონის გატარებას, რეკორდულ ფონდირებას ვახდენთ ოპიოდის კრიზისისათვის, ხელს ვუწყობთ რა მკურნალობასა და გამოჯანმრთელებას.

მრავალი ერი, რომელთა წარმომადგენლებიც აქ არიან, აგრეთვე დგამენ თამამ ნაბიჯებს. კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტი დიუქი, ანტინარკომანიის პლატფორმიდან ატარებდა თავის საარჩევნო კამპანიას, და ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვებით გაიმარჯვა. გილოცავთ.

მოუთმენლად ველით ურთიერთთანამშრომლობას მის ახალ ადმინისტრაციასთან, რათა აღმოვფხვრათ კოკაინის წარმოება მის ქვეყანაში. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ჩამოვშალოთ ნარკოწარმოება და დავამარცხოთ ნარკომანია.

  ამ მიზნით, გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა „გლობალური მოწოდება მსოფლიო ნარკოტიკების პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.“ მოწოდება მარტივია: ნარკოტიკზე მოთხოვნის შემცირება; უკანონო ნარკოტიკების მომარაგების შეწყვეტა; მკურნალობის გაფართოვება; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. თუ ამ ნაბიჯებს ერთად გადავდგამთ, მსოფლიოს ყველა კუთხეში უთვალავი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. და როდესაც ვამბობ უთვალალვს, ვსაუბრობ მილიონობით და მილიონობით ადამიანზე.

მე მონუსხული ვარ იმით, რომ ამ ოთახში შეკრებილი ყველა ქვეყანა დაგვთანხმდა უპასუხოს ამ მოწოდებას, და მსურს მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და ყველას თქვენი ერთგულებისათვის ამ მნიშვნელოვანი წამოწყების მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი საზოგადოებების გასაძლიერებლად, ჩვენი ოჯახების დასაცავად, რათა ჩვენი შვილებისათვის ნარკოტიკებისაგან თავისუფალი მომავალი უზრუნველვყოთ.

დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა იმისათვის, რომ აქ ხართ. ჩვენ ვაფასებთ ამას. გმადლობთ.