საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აფხაზეთის დაცემიდან 25 წელი გავიდა

27 სექტემბერი
კატეგორია:
afxazetis-dacemidan-25-weli-gavida

ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან (აგლაძის ქუჩა, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძრის გუმბათზე 13:30-ზე აღიმართება ჯვარი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამზადდა.

ჯვარს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

12 საათზე  საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაირეკება ზარი და გადახდილი იქნება პარაკლისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და პანაშვიდი ბრძოლაში გარდაცვლილთა სულთა საოხად.