საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში კათოლიკოს-პატრიარქს უმასპინძლა

26 დეკემბერი
97-2

უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქს ნინო ბურჯანაძემ დღეს პარლამენტში უმასპინძლა.
დღესვე პატრიარქმა პარლამენტის ეზოში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ადგილას, ახალი სამლოცველო გახსნა. ცერემონია პატრიარქის აღსაყდრების ოცდამეათე წლისთავს დაამთხვიეს.
მოგვიანებით პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქთან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
ცერემონიაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ შენობა საპატრიარქოს მფლობელობაში გადადის, 2008 წლიდან კი, საპატრიარქოს ბიუჯეტი გაორმაგდება.