საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

9 აპრილის მემორიალთან, დაცემულ მამულიშვილთა სულის საოხად, ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა პანაშვიდი აღავლინა.

9 აპრილი
კატეგორია:
9-aprilis-memorialtan-bolnisis-mtavarepiskoposma

  ა.წ. 9 აპრილს პარლამენტის წინ შუაღამიდან მოყოლებული ხალხმრავლობა იყო, რათა გაეხსენებინათ ის პატრიოტული განწყობა და შემდგომი ტრაგედია, რომელიც რუსთაველის გამზირზე 27 წლის წინ დატრიალდა. ეს იყო ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულება.

ამ დღეს აღსრულებულთა სულის საოხად სასულიერო პირებმა არაერთი პანაშვიდი გადაიხადეს, 12 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით პანაშვიდი აღავლინა ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე).