საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადება ახალი სტანდარტების „მე და საზოგადოება“ (III-IV კლ.) და „ჩვენი საქართველო“(V-VI კლ.) პროექტის შესახებ

21 ოქტომბერი
კატეგორია: აქტუალური,
839-2

2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიაქოსთან არსებული გა-ნათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს. შეხვედრების შედეგად ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა ზოგიერთი შენიშვნა, კერძოდ: ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები”, რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია.
თემის `მე და ოჯახის~ სათაური შეცვალეს ჩვენი რეკომენდაციით და ეწოდა “ჩემი ოჯახი”, რათა ბავშვის ცნობიერებაში მოიხსნას ოჯახისგან დისტანცირების და გაუცხოების ფაქტორი. თემაში შეიტანეს სიტყვები: მამა, დედა, და, ძმა და ა.შ. თემის, “რისი მჯერა, რისი მწამს”, სათაური შეცვალეს და ეწოდა “რელიგია და რწმენა”. შესაბამისად, ამოღებულია კითხვები: “გჯერა თუ არა თოვლის ბაბუის?” “ბეტმენის?” და ა.შ.
მიუხედავად ამ და სხვა მცირე ცვლილებებისა, ორივე სტანდარტის პროექტი მაინც მოითხოვს ძირეულ გადახედვას და გადაკეთებას. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების მხრიდან არ არსებობს სოციალური დაკვეთა სასკოლო პროგრამაში ამ სტანდარტების ამოქმედებისა. მეორე _ პროექტი ბაძავს დასავლეთში არსებულ მოდელებს. ჩვენს პედაგოგიურ კადრებს კი არა აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და მოუმზადებლები არიან ამ სტანდარტების რეალიზებისათვის. მესამე _ პროექტის მეთოდოლოგიურ ნაწილში შეტანილია ფსიქოთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიც არის `ცხელი სკამი~, `გონებრივი იერიში~, `პრობლემების ხე~ და სხვ. ამ ტერმინების ადეკვატური შესაბამისი მეთოდები სასკოლო სივრცეში კი არა, სპეციალურ კლინიკებში გამოიყენება. თუ ამ ტერმინებში სხვა რამე იგულისხმება, პედაგოგისთვის გაუგებარი იქნება და თვითშემოქმედების ფართო ასპარეზი იხსნება.
თემა “ჩემი ოჯახი” შეიცავს კითხვებს, რომლებიც, რა ფორმითაც არ უნდა დაისვას, არღვევენ ბავშვთა უფლებების კონვენციის კანონებს. კერძოდ, საჯაროდ, კლასში არ შეიძლება იყოს განხილული მოსწავლის ოჯახის კონფიდენციალური ინფორმაცია ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს არის ბავშვთა ფსიქოლოგის, აღმზრდელის მოსწავლესთან პირადი ურთიერთობის შემთხვევაში განსახილველი საკითხები.
თემა, `რელიგია და რწმენა~ არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სქემას რელიგიური ცნობიერების და მისი ძირითადი დებულების გააზრებისა. თემა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და დეფორმირებულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეს რელიგიის შესახებ; რჩება შთაბეჭდილება რელიგიის ყოფით დონესთან გაიგივებისა. ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიები არ განიხილება არც ისტორიულ ჭრილში, არც იმის მიხედვით, რომელია საქართველოში დომინანტი რელიგია. მინიშნებაც არ არის I-XX საუკუნეების განმავლობაში საქართველოში მოღვაწე ცნობილ ქრისტიან მეფეებზე, დედოფლებზე, განმანათლებლებზე, მოწამეებზე, არც ქრისტიანულ კულტურაზე საქართველოში. ამ თემას პროექტში სხვა ხარვეზებიც ახლავს.
თემა `თემი, რომელშიც ვცხოვრობ~ არ აკავშირებს კონკრეტულ თემს სა-ქართველოსთან, როგორც ერთიან ქვეყანასთან და სახელმწოფოსთან. რთული დემოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რეგიონებისათვის ამგვარი გან-კერძოება შეიძლება გახდეს დამატებითი ფაქტორი იქ სეპარატიზმის პროვოცირებისა. პროექტში არ განიხილება ამა თუ იმ თემის ისტორია, როდის ჩამოყალიბდა კონკრეტულ რეგიონში, რა ბედი ეწია იქ მანამდე მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას, რომლის კულტურულ-ისტორიული ძეგლებიც ცნობილია იმ რეგიონში (მაგალითად: კუმურდო, ფოკანი და სხვ.)
სტანდარტის პროექტს `ჩვენი საქართველო~ აქვს როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე განსხვავებული ტიპის ხარვეზებიც და როგორც შესავალი საქართველოს ისტორიისა, ვერ ასრულებს თავის მისიას.
ცალკე დგას საკითხი ამ საგნების სწავლებისა არაქართულენოვან სკოლებში.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ:
1) სასწავლო პროცესის საათობრივი ბადე ისედაც გადატვირთულია, რის ფონზეც ახალი სტანდარტების დამტკიცებით შემოსული საგნები უფრო მეტად გადატვირთავენ საათობრივ ბადეს;
2) ახალი სტანდარტის პროექტით გათვალისწინებული საგნების არა ერთი საკითხი შეტანილია მოქმედ სტანდარტებსა და მათ შესაბამის საგნებში. მაგალითად: სამოქალაქო განათლება, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია და ა.შ.;
3) სტანდარტის პროექტში არა არის განმარტებული ისეთი საკვანძო სიტყვები და ტერმინები, როგორებიცაა: ღირსება, თემი, ოჯახი…
და მრავალი სხვა…