საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

11 მაისი
832-2

საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წელს ბატონმა ბერდია გუგავამ და სასულიერო პირმა, კონსტანტინე გიორგაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესანახად გადასცეს 1991 წლის 9 აპრილს ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც, სავარაუდოდ, დედანი შეიძლება ყოფილიყო.
ვინაიდან ბატონი ბერდია გუგავა უნდობლობას უცხადებდა წინა ხელისუფლებებს (რასაც ახლანდელ ინტერვიუშიც ადასტურებს), ბუნებრივია, ამ დოკუმენტის შესახებ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.
განცხადება არ გაკეთებულა არც შემდგომ, რადგან ეს ბატონ ბერდიასთან შეთანხმებით და მასთან ერთად უნდა მომხდარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, მან ეს სუბორდინაცია დაარღვია.
მოხარულნი ვიქნებით, თუ ეს აქტი, მართლაც, დედანი აღმოჩნდება და ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი სათანადო ადგილს დაიკავებს.

11 მაისი, 2015 წელი
ამასთანავე ვაქვეყნებთ ბ-ნ ბერდია გუგავას მიერ კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე ახლახანს გამოგზავნილ წერილს.