საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სერბეთის პატრიარქ პავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

18 დეკემბერი
83-2

სერბეთის პატრიარქ პავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იგი უკვე ერთი თვეა ბელგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის გოსპიტალში გადის მკურნალობას.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, განაცხადა მკურნალი ექიმების კონსილიუმმა, პატრიარქ პავლეს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და რესპირატორული ინფექცია”, ეს ინფორმაცია გავრცელდა 17 დეკემბერს.
პატრიარქი 13 ნოემბერს მოათავსეს გოსპიტალში, ორი თვის წინ კი მას 93 და სამღვდელმთავრო მსახურების 50 წელი შეუსრულდა. სავადმყოფოში პატრიარქი, სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა და მთავრობის მეთაურმა ვოისლავ კოშტუნიცამ არა ერთხელ მოინახულეს.
მისი უწმიდესობა პატრიარქი პავლე გამორჩეული სასულიერო პირია მართლმადიდებლურ სამყაროში. მან რამოდენიმე წლის წინ საქართველოში იმოგზაურა და დიდი სიყვარული დაგვიტოვა. მოგმართავთ თხოვნით თქვენს ლოცვებში მოიხსენონოთ მისი უწმიდესობა პავლე.