საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

12 მარტი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეუფე იაკობს (იაკობიშვილი) საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა TOYOTA LANDCRUISER -ი.
გვინდა განვმარტოთ, რომ 2014 წელს მეუფე იაკობმა, როგორც ქორეპისკოპოსმა, მართლაც, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შუამდომლობით ორი ავტომანქანის გადმოცემის შესახებ, ოღონდ არა თავისი მოხმარებისთვის, არამედ სვანეთის ეპარქიისათვის. ეს მანქანები 2009 და 2011 წელში ხელისუფლებამ მეუფე ილარიონს (სვანეთის ეპისკოპოსს) გამოუყო სარგებლობის უფლებით; იგი კი ამჟამად ითხოვდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში გადმოცემას.
სახელმწიფომ ახლაც ძალაში დატოვა ორივე მანქანის ფლობა სარგებლობის უფლებით და არ დააკმაყოფილა მეუფე იაკობის შუამდგომლობა, რის შესახებაც ეკონომიკის სამინისტრომაც გამოაქვეყნა განცხადება.
ასე რომ, მეუფე იაკობთან დაკავშირებით TOYOTA LANDCRUISER-ის გადაცემის შესახებ ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება.