საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პრინცი ლელიო-ნიკოლოზ ორსინი თბილისში იმყოფება

18 დეკემბერი

18 დეკემბერი, 2007
ქეთევან ბაგრატიონის ვაჟიშვილი, პრინცი ლელიო-ნიკოლოზ ორსინი თბილისში იმყოფება. პირველი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში შედგა.
ორსინი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ესტუმრა და სურვილი გამოთქვა აფხაზეთიდან დევნილებს დაეხმაროს და დიდი რაოდენობით მედიკამენტები გადასცეს.
პრინცმა დღეს საუბარი არ ისურვა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ, თუმცა მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ნიკოლო ორსინი თბილისში 23 დეკემბრამდე დარჩება.