საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2 ივნისი

ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს.
განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში.