საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის მოგზაურობის მიმდინარე პროგრამა

15 მაისი
797-2

16 მაისს, პარასკევს, შუადღის შემდეგ, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი წაბრძანდება ახალქალაქში; 17 მაისს, შაბათს, იგი დაბრძანებული იქნება ბათუმში; კვირას, 18 მაისს, შუადღის შემდეგ, – ფოთში; ორშაბათს, 19 მაისს, წაბრძანდება ზუგდიდსა და ქუთაისში; 20 მაისს, – ხევსურეთში, ბარისახოში; 21 მაისს, ორშაბათს, შუადღიდან იგი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან – წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი, – სამების საკათედრო ტაძარში.
23 მაისს, გამთენიისას, 3სთ-ზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები დატოვებენ საქართველოს.