საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

8 იანვარი

დღეს, 16 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.
საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს შეინარჩუნოს სიმშვიდე.