საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

9 დეკემბერი

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს კიევში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, დიდად ვწუხვართ. ამიტომაც ჩვენს მრევლს ვაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ილოცონ უკრაინაში მშვიდობისათვის.
ჩვენც, ჩვენის მხრივ, აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ უფალს, გარდამოიხილოს ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხზე, რათა მათ ეს რთული პერიოდი შეძლებისამებრ მშვიდობიანად განვლონ.
“უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”