საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

18 ივლისი

რამდენიმე დღეა მასმედიაში მუსირებს აზრი, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II–მ ბატონ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. ამ მიზნით უწმინდეს და უნეტარეს ილია II–სთან ბატონი პაატას ”საიდუმლო შეხვედრის” კონკრეტული თარიღიც კი დასახელდა ზოგიერთ გაზეთში.
საპატრიარქო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არის ყალბი და იგი სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად.