საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ კერძო სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის გამო

14 ივნისი
765-2

2013 წლის 1 მაისიდან, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ კერძო სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის გამო, იძულებული შეიქმნა საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რის გამოც საზოგადოების ნაწილისთვის იგი მუიწვდომელი გახდა, ამან კი ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს.
გთავაზობთ წერილის ტექსტს:

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,
როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა.
„ერთსულოვნებას“ დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ტელე-კომპანია „ვრიკასთან“ და ამ ხნის მანძილზე ყიდულობდა მათ სიხშირეს. 2013 წლის 1 მაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელების და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40 % ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხისვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა. ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არა აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ რომ გამოყოს დამატებითი სიხშირე, ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. გთხოვთ თქვენს შესაძლო თანადგომას.
პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II