საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მიმართვა მის აღმატებულებას თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბატონ ელევენთ მურათ ბურჰანს

9 აპრილი
754-2

მის აღმატებულებას თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში,

ბატონ ელევენთ მურათ ბურჰანს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო

მოგესალმებით პატივისცემით და გაცნობებთ, რომ ა.წ. 7-8 აპრილს მე, მცირე დელეგაციასთან ერთად ვიმოგზაურე თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მოვინახულე ქართული ტაძრები და მონასტრები. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხანის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად მიუღებელია. და ასევე გაუგებარი რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე.

ვიმედოვნებთ, გულისხმიერად მოეკიდებით აღნიშნულს და მიიღებთ ზომებს, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იქნას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში.

პატივისცემით