საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს მიმართვა ტაო-კლარჯეთის ტაძრებთან დაკავშირებით

9 აპრილი
753-2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიას

მოგესალმებით პატივისცემით და გაცნობებთ, რომ ა.წ. 7-8 აპრილს მე, მცირე დელეგაციასთან ერთად ვიმოგზაურე თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მოვინახულე ქართული ტაძრები და მონასტრები. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხანის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად მიუღებელია. და ასევე გაუგებარი რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე.

გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იქნას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში.

პატივისცემით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი,

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

თეოდორე (ჭუაძე)