საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

31 მარტი
743-2

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

1.საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პრდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევრო კავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.

2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.
ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.

3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, _ 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, – სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, _ ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.

4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.

5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ.

6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს:

2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრიარქოს ორგანიზაციების სია

რიგ. # ორგანიზაციული კოდი დასახელება 2013 წლის გეგმა
1 45 01 01 გელათის სასულიერო აკადემია, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია 500000
45 01 02 ახალციხის სასულიერო სემინარია 400000
2 1 მ.შ. სასულიერო სემინარია საფარაში
3 2 სამრევლო სკოლები: ასპინზაში
4 3 ვალეში
5 4 სოფ. უდეში
6 5 სოფ. არალი
7 6 სოფ. ივლიტი
8 7 სოფ. ბენარი
9 8 სოფ. მოხი
10 45 01 03 გელათის მეცნიერებათა აკადემია 130000
45 01 04 თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2563700
11 1 მ.შ. სასულიერო აკადემია-სემინარია
12 2 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი
13 45 01 05 საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა 236000
45 01 07 ა(ა)იპ – მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი 360000
14 1 მ.შ. ქრისტიანული კულტურის ცენტრი
15 2 გიმნაზია
16 45 01 08 საქ. ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) კავშირი (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი) (თბილისში) 83000
17 45 01 09 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა 290000
18 45 01 10 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი (თბილისში) 560000
19 45 01 11 ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 180000
20 45 01 12 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მარტვილში) (სკოლა-პანსიონი) 450000
21 45 01 13 ა(ა)იპ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია 190000
22 45 01 14 ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა) 166500
23 45 01 15 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ბოლნელის სახ. სკოლა (ბოლნისში) 150000
24 45 01 17 ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახ. მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლა (თბილისში) 640000
25 45 01 18 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 180000
26 45 01 19 ა(ა)იპ ”წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი” (საჩხერის რ-ნ) 330000
27 45 01 20 ა(ა)იპ ”წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა” 320000
28 45 01 21 ა(ა)იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 250000
29 45 01 22 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლა (ოზურგეთში) 130000
30 45 01 23 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლოსმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია 170000
31 45 01 24 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ.გიორგის სახ. გიმნაზია 220000
32 45 01 25 ა(ა)იპ სტეფანწმიდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი 420000
33 45 01 26 ა(ა)იპ ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახ. სასულიერო სემინარია (ყვარელში) 320000
34 45 01 27 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამედიცინო) (თბილისში) 470000
35 45 01 28 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახ. მართლმადიდებლური სკოლა (თბილისში) 64000
36 45 01 29 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე 160800
37 45 01 30 ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. სკოლა (ნიქოზში) 130000
45 01 31 ა(ა)იპ ცაგერისა და ლენტეხის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 290000
38 1 გიმნაზიები: ცაგერში
39 2 ლენტეხში
40 3 სემინარია
41 4 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი
42 45 01 32 ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა 115000
45 01 33 ა(ა)იპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი (გორში) 200000
43 1 მ.შ. გიმნაზია გორში
44 2 საბავშვო ბაგა-ბაღი
45 3 კულტურისა და სულიერების ცენტრი
46 4 კასპის სამრევლო სკოლა
47 5 სობისის სამრევლო სკოლა
48 6 უპოვართა სასადილო კარალეთში
49 7 უმწეოთა თავშესაფარი
50 45 01 34 ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი (დედოფლისწყაროში) 140000
51 45 01 35 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (ოზურგეთი) 180000
52 45 01 36 ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკში) 150000
53 45 01 37 ა(ა)იპ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიასთან არსებული სახელობო სკოლა 50000
54 45 01 38 ა(ა)იპ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (თბილისში) 444100
55 45 01 39 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია 193000
56 45 01 40 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (ხაშურში) 150000
57 45 01 41 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიაროსთან არსებული წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (წავკისში) 120000
58 45 01 42 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთა სწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია 175000
45 01 43 ა(ა)იპ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის განვითარების ფონდი 57000
59 სამრევლო სკოლა თიანეთში
60 სამრევლო სკოლა შატილში
61 45 01 44 ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი 100000
45 01 45 სრულიად საქართველოს საპატრიარქო 783100
62 1 Mმ.შ. დასავლეთ ევროპის ეპარქიის განათლების ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში)
63 2 საპატრიარქოს განათლების ცენტრი
45 01 46 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (მგალობელთა და ლოტბართა) (თბილისში) 762100
64 მ.შ. სასწავლო უნივერსიტეტი
65 საპატრიარქოს სამრევლო სკოლა
66 სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი
67 45 01 47 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი (თბილისში) 281000
68 45 01 48 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი 150000
69 45 01 49 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი 50000
70 45 01 50 ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია” (ზუგდიდის რ-ნ) 70000
71 45 01 51 ა(ა)იპ “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი” 70000
45 02 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 1244400
72 1 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი ზესტაფონში
73 2 საბავშვო ბაგა-ბაღი ზესტაფონში
74 3 გიმნაზია ხარაგაული
45 03 ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 1858000
75 1 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი)
76 2 გიმნაზიები: ბათუმში
77 3 ჩაქვში
78 4 ქობულეთში
79 5 სემინარია ბათუმში
80 6 საბავშვო ბაღები: ბათუმში
81 7 ქობულეთში
82 8 ჩაქვში
83 9 მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში
84 10 საზაფხულო ბანაკი ქობულეთში
85 45 04 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი (ჯავახეთში) 958400
86 45 05 საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი (მოხუცთა თავშესაფარი) 260800
45 06 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ხულოში) 446900
87 1 მ.შ. გიმნაზიები: ხულოში
88 2 ხიჭაურში
89 3 საბავშვო ბაღი ხულოში
45 07 წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 230000
90 1 მ.შ. ძეგვის ბავშვთა სახლი
91 2 ბედიანის ბავშვთა სახლი
92 45 08 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (თბილისში) 2000100
93 45 09 საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (ზემო აჭარაში) 1354000
94 45 10 ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ბათუმში) 100000
95 45 11 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები 800000
45 12 ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი 500000
96 1 მ.შ. სახელობო სასწავლებელი
97 2 საღვთისმეტყველო სასწავლებელი
45 13 ა(ა)იპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 653100
98 1 მ.შ. სემინარია
99 2 გიმნაზია
100 3 ახალგაზრდული ცენტრი
ს უ ლ 25000000

7. ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა,” ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა.”

8. და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ.

საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული” 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,მოწოდების სიმაღლეზე” აღმოჩნდა.