საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

30 მარტი
742-2

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლაზარეს” სახელით ა.წ. 29 მარტს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იეღოველთა (რასელისტთა) კონგრესთან რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ქ-ნ თინათინ ხიდაშელის კავშირის შესახებ, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, ეკლესიის განცხადებად.
ამ შეცდომის მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქოში, მართლაც, ფუნქციონირებს იგივე სახელწოდების, ოღონდ საქველმოქმედო დანიშნულების ფონდი ”ლაზარე”, რომელიც ჩვენს არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ანხორციელებს.
საზოგადოებრივ მოძრაობა”ლაზარეს” საქმიანობასთან კი (რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ამაშუკელი) საქართველოს საპატრიარქო დაკავშირებული არ არის.