საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი თბილისის სასულიერო აკადემიამ დღეს 9 კანდიდადტს მიანიჭა

14 იანვარი
737-2

14 იანვარს დილის 9.00 სთ. საპატრიარქო რეზიენციაში შედგა თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც 9 კანდიდატს მიენიჭა საღვთისმეტყველო ხარისხი. კომისიას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სადისერტაციო კომისიის წევრები იყვნენ როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ღვთისმეტყველები: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ზიმბაბვესა და ანგოლის მიტროპოლიტი სერაფიმე, კონსტანტისა და ამოქოსტოსის მიტროპოლიტი ვასილიოსი, არქადიიას მიტროპოლიტი ბასილიოსი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), გორლიცის ეპისკოპოსი პაისი და აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.
ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიენიჭათ: მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი), პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, პროფესორ ედიშერ ჭელიძეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, დეკენოზ მიქაელ გალდავას, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, დეკანოზ ბიძინა გუნიას, არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილს, დეკანოზ გიორგი გუგუშვილს და გიორგი ანდრიაძეს.