საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

შობის დღესასწაულის აღსანიშნავად

5 იანვარი
728-2

საზეიმო ღვთისმსახურებას ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
6 იანვარს საზეიმო ლოცვა დაიწყება 21.00 სთ.
23.00 სთ. წაიკითხება საშობაო ეპისტოლე.
საღმრთო ლიტურგია დაიწყება ღამის 12 საათზე.
7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ალილო დაიწყება 14.00 სთ.-ზე. მოძღვრები მრევლთან ერთად შეიკრიბებიან სხვადასხვა ტაძრებიდან; საზეიმო მსვლელობა ერთდროულად დაიწყება ვარდების მოედნიდან და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან.
მეალილოები გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო პარაკლისს შეასრულებს.
ალილოზე შეგროვებული ნუგბარი და საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადაეცემა.