საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის საიუბილეო საღამო ახალგაზრულ ცენტრში

3 იანვარი
723-2

3 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შედგა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეხვედრა ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მიღებას ესწრებოდნენ სასულიერო და საერო პირები, მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკები და სხვ.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატროიარქმა ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილ აუდიტორიას გულთბილი მილოცვებისთვის და დალოცა ისინი.