საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სამძიმრის წერილი აშშ-ს პრეზიდენტისადმი ნიუთაუნის დაწყებით სკოლა „სენდი ჰუკში“ მომხდარი მასობრივი მკლელობის გამო

16 დეკემბერი
716-2

მის აღმატებულებას, აშშ-ს პრეზიდენტს,
ბატონ ბარაკ ობამას

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს.

ღრმა პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II