საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

28 ნოემბერი
714-2

27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის (ვახტანგ ახალაძე) წიგნის “ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი” პრეზენტაცია. იგი საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ერთობლივი გამოცემაა. წიგნში ღრმა მეცნიერული და სარწმუნოებრივი ცოდნის საფუძველზე დაწვრილებითაა განხილული ისეთი აქტუალური ბიოეთიკური პრობლემები, როგორიცაა ევთანაზია, კლონირება, აბორტი, `სუროგატული დედობა~, ხელოვნური განაყოფიერება, კონტრაცეფცია, ტრანსექსუალური ქირურგია და ა. შ.
არქიმანდრიტ ადამის მონოგრაფიას საფუძვლად დაედო ავტორის სადისერტაციო ნაშრომი (2003), რომელიც ცოდნის ახალი, სწრაფად განვითარებადი დარგის _ ბიოეთიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი პირველი ფუნდამენტური მეცნიერული გამოკვლევაა ქართული სამედიცინო აზროვნების რეალიაში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.