საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

25 დეკემბერს პარლამენტში პატრიარქის აღსაყდრებიდან 30-ე წლის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართება

16 დეკემბერი
71-2

პატრიარქის აღსაყდრებიდან 30-ე წლის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტში 25 დეკემბერს მიღება გაიმართება.
განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სთხოვენ პარლამენტის შენობაში არსებული სამლოცველოს კურთხევას. პარლამენტის შენობაში სამლოცველო დეპუტატების დახმარებით აღდგა.