საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მილოცვა

13 მარტი
709-2

მოსკოვი. კრემლი.
მის აღმატებულებას,
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,
ბატონ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს პუტინს

თქვენო აღმატებულებავ,
ბატონო პრეზიდენტო!

მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში.
რუსები და ქართველები _ ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას.
თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის, სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამყარება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი _ შემდგომ აყვავებას.

პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი