საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ალავერდის მარანში კვლავ დაიწურა ღვინო

8 ოქტომბერი

8 ოქტომბერს, 200 წლის შემდეგ, ალავერდის მარანი კვლავ ახალდაწურული ღვინით აივსო.
ალავერდის მონასტრის მარანი არქეოლოგიური კვლევის შედეგად შარშან აღმოაჩინეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთობლივი ძალისხმევით ჩაატარეს საქართველოს საპატრიარქომ, კულტურის სამინისტრომ და “ბადაგონის” ღვინის ქარხანამ. მარანი XVI საუკუნისაა და 50 ტონამდე ღვინოს იტევს.
წელს მონასტრის მამებმა მარანში ღვინო მექანიზირებული წესით დაწურეს; ღვინის დაწურვის ტექნოლოგიურ მხარეს თვალყურს ადევნებენ კომპანია “ბადაგონის” მესვეურები.