საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ვულოცავთ დაბადების დღეს!

4 იანვარი
677-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სიხარულს და ღვთის შეწევნას მის ღვთივსათნო საჭეთმპყრობლურ მსახურებაში! მრავალჟამიერ!