საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესი იეზიდთა დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში შეხვდა

24 ოქტომბერი
670-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, დღეს საპატრიარქოში იეზიდთა სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი იეზიდთა და ქართველთა ისტორიულ კავშირებს შეეხო.

იეზიდთა მთავარმა მადლობა გადაუხადა უწმინდესს მიღებისთვის, საქართველოში იეზიდთა ნორმალური თანაცხოვრების გამო და კათოლიკოს-პატრიარქი ერაყში მიიწვია.

დელეგაციის შემადგენლობაში 12 უმაღლესი რანგის სასულიერო პირი იმყოფებოდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა მსოფლიო იეზიდთა მთავარი, მისი უწმინდესობა, პრინცი მირ თაჰსინ ბეგი. დელეგაციაში იმყოფებოდა მსოფლიო იეზიდთა სულიერი მოძღვარი შეიხი ახტიარე მარგაჰეც.