საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მონსერატ კაბალიეს თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა

12 დეკემბერი

ცნობილ ესპანელ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე კაბალიემ პატრიარქის საგალობლები მოისმინა. პატრიარქმა მომღერალს საჩუქრად წმ. სამების ხატი და თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა.
მონსერატ კაბალიე თბილისში ქალიშვილთან ერთად პაატა ბურჭულაძის მოწვევით ჩამოვიდა. იგი თოთხმეტ დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. სამ მრავალშვილიან ოჯახს კი ბინები გადაეცემა.