საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნა

16 სექტემბერი
666-2

საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნა. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დარიალის ხეობაში საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმოდ აკურთხა.

პატრიარქმა მთავარანგელოზების სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრეაზიდენტი, სამღვდელოებისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

“ეს იქნება ადგილი, სადაც შესაძლოა ქვეყნების მეთაურებმა მოლაპარაკებები გამართონ. ამ ტაძარმა სასწაული შეიძლება მოახდინოს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო და რუსეთი ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან“- განაცხადა პატრიარქმა დღეს, დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსის გახსნისას.

“რუსეთის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანები და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში – საქართველოში“, – ბრძანა პატრიარქმა.