საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

9 აგვისტო

ბოლო დროს ინტერნეტის და პრესის საშუალებით წმიდა სინოდის წევრებთან დაკავშირებით ვრცელდება შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაციები. ეს არის ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული, ზოგჯერ კი გაუცნობიერებული ქმედება, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხის დაბნევას და მრევლში უნდობლობის დანერგვას ემსახურება.

მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, არ აყვნენ ასეთ ქმედებებს, რადგან იგი ყურადღების სხვაგან გადატანის, ეკლესიაში შფოთის შემოტანის, მისი დასუსტების მცდელობაა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

08.08.2011